Below is the text of the page https://canschool.net/ge/ stored 2017-05-21 by archive.org.ua. The original page over time could change. View as original html

კანადური სასწავლო ცენტრი იძლევა შესაძლებლობას სტუდენტებმა მიიღონ

[/ge/] Canadian Learning Centre for Canadian High School +380 44 253 3094 info@canschool.net Student Login Войти Запомнить меня на этом компьютере Забыли пароль? Регистрация მთავარი ჩვენს შესახებ ისტორია ჩვენი მიღწევები მიღების წესები სასწავლო პროგრამა ახალი ამბები განაცხადი საკონტაქტო ინფორმაცია მომიწევს კანადაში გამგზავრება სასწავლო კურსის განმავლობაში? მიუხედავად იმისა, რომ ტომ ონტარიოს ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის დიპლომის მოპოვება შესაძლებელია მშობლიური ქვეყნიდან გაუსვლელად, მათ, ვისაც სურვილი გაუჩნდებათ, სასწავლო ცენტრი შესთავაზებს ქალაქ ტორონტოს საგანმანათლებლო საზაფხულო ბანაკში ორგანიზებულ ტურნეში მონაწილეობას. ხსენებული საზაფხულო ტურნეს განმავლობაში მოსწავლეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, ეწვიონ რამოდენიმე კანადურ უნივერსიტეტს, რათა გაეცნონ მათთვის მისაღებ მოთხოვნებს ჩარიცხვის შემთხვევაში. Получить хорошее образование не уезжая за границу После успешного окончания курса занятий и сдачи экзаменов, выпускники получат диплом канадской школы, открывающие возможности поступления в высшие учебные заведения многих западных стран. კანადური სასწავლო ცენტრი იძლევა შესაძლებლობას სტუდენტებმა მიიღონ პრესტიჟული დასავლური განათლება მრავალი სპეციალისტის აზრით, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ მაღალხარისხოვანი განათლება, უცხო ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება და გაიღრმავონ ენის ცოდნის დონე, უმჯობესია სასწავლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრნონ. ეს ყოველივე საშუალებას იძლევა ბავშმა სრულად გამოავლინოს საკუთარი ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი პოტენციალი, ლიდერის თვისებები და გაიფართოვოს მსოფლმხედველობა. განათლების მიღება კანადაში კანადაში მიღებული განათლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. იგი ეფუძნება ბრიტანულ სისტემას, თუმცა მან გაიარა მოდერნიზაციისა და განვითარების პროცესი. მაგალითად, კანადურ მაკ’გილლის უნივერსიტეტს (Canadian University McGill) მონრეალში მეხუთე ადგილი უკავია მსოფლიოში მის მიერ შემოთავაზებული ბიზნეს-პროგრამებისთვის მინიჭებული რეიტინგების მიხედვით, რითაც იგი მხოლოდ მცირედ ჩამორჩება ოქსფორდსა და კემბრიჯს. ქალაქ ტორონტოში სტუდენტებს აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება ისეთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, როგორიცაა ტორონტოს უნივერსიტეტი (UofT), იორკის უნივერსიტეტი, შულიხის ბიზნეს-სკოლა და როიტმანის ბიზნეს-სკოლა. ამ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები კარგად არიან მომზადებული წარმატებული კარიერისათვის სხვადასხვა პროფესიულ სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დისტანციური სწავლება და მისი უპირატესობები მშობლებს, ზოგ შემთხვევაში, არ აქვთ საშუალება შვილები საზღვარგარეთ გაგზავნონ სასწავლებლად. ხშირად, მათ ეშინიათ ბავშვის უცხო ქვეყანაში გაშვება, ან არ ფლობენ საკმარის ფულად დანაზოგებს. ასეთ სიტუაციაში, დისტანციური სწავლება იდეალური გამოსავალია. დღეს, კანადური სასწავლო ცენტრის მეშვეობით, უკვე შესაძლებელია მაღალი პრესტიჟის მქონე საშუალო განათლების დიპლომის მოპოვება ქვეყნიდან გაუსვლელად. კურსდამთავრებულებზე გაიცემა ონტარიოს ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის დიპლომი, OSSD. სწავლება 3 წელს გასტანს, მე-10-დან მე-12 კლასამდე. მეცადინეობები ტარდება სასკოლო გაკვეთილების დასრულების შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, კვირაში სამჯერ. გაკვეთილებს ლიცენზირებული კანადელი მასწავლებლები ჩაატარებენ ინგლისურ ენაზე. რა სარგებელს მომიტანს კანადური საშუალო სკოლის დიპლომის მოპოვება? კანადური საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები მიიღებენ ონტარიოს საშუალო სკოლის დიპლომს ,რომელიც აღიარებულია პრაქტიკულად ევროპის ყველა ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ასეთი დიპლომი უტოლდება A-levels სერტიფიკატს და იძლევა ნებისმიერ ბრიტანულ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შესაძლებლობას. განაცხადის შეტანა მთავარი ჩვენს შესახებ ისტორია ჩვენი მიღწევები მიღების წესები სასწავლო პროგრამა ახალი ამბები ვრცელდება საკონტაქტო ინფორმაცია +380 44 253 3094 info@canschool.net