ამერიკის ხმა http://www.amerikiskhma.com ზონები http://www.voanews.com/img/voa/rssLogo_VOA.gif ამერიკის ხმა http://www.amerikiskhma.com ka 2012 - VOA 60 Mon, 08 Aug 2016 07:08:37 +0400 Pangea CMS – VOA ბრაიზა: საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის ინტენსიურობა შემცრიდა ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ მეორე მოადგილე მეთიუ ბრაიზასთან http://www.amerikiskhma.com/a/interview-with-matthew-bryza/3452539.html http://www.amerikiskhma.com/a/interview-with-matthew-bryza/3452539.html Sat, 06 Aug 2016 11:12:14 +0400 საქართველოინტერვიუnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/interview-with-matthew-bryza/3452539.html#relatedInfoContainer ქართველი პოლიტიკოსები დემოკრატების ყრილობაზე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად დემოკრატები ყოფილი პირველი ლედის და სახელმწიფო მდივნის - ჰილარი კლინტონის გარშემო ერთიანდებიან. ფილადელფიაში დემოკრატიული პარტიის კონვენციას ქართველი პოლიტიკოსებიც დაესწრნენ. როგორ აფასებენ ისინი კანდიდატების საგარეო პოლიტიკას საქართველოს მიმართ? http://www.amerikiskhma.com/a/georgians-at-dnc/3439952.html http://www.amerikiskhma.com/a/georgians-at-dnc/3439952.html Fri, 29 Jul 2016 16:52:00 +0400 ვიდეო რედაქტორის არჩევანიnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/georgians-at-dnc/3439952.html#relatedInfoContainer ამერიკელი დიპლომატები ქართულს სწავლობენ ამერიკის მთავრობის 40-ზე მეტი სააგენტოს 100 ათასი თანამშრომელი ყოველწლიურად მსოფლიოს 70-ზე მეტ ენას ეუფლება, მათ შორის, ქართულსაც. რა სირთულეებს აწყდებიან ამერიკელი დიპლომატები ქართულის შესწავლისას, რა გამოსდით, რა ეადვილებათ და როგორ ართმევენ თავს ერთ-ერთი უძველესი დამწერლობის შესწავლას თავს? http://www.amerikiskhma.com/a/us-diplomats-learning-georgian/3434201.html http://www.amerikiskhma.com/a/us-diplomats-learning-georgian/3434201.html Tue, 26 Jul 2016 00:26:00 +0400 ვიდეო noreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/us-diplomats-learning-georgian/3434201.html#relatedInfoContainer ინტერვიუ სინან ჩიდისთან როგორ ცვლის ჩახშობილი ამბოხი თანამედროვე თურქეთს? რეგიონის ერთადერთ ნატოს წევრ ქვეყანას? საერთაშორისო თანამეგობრობა ანკარას ადამიანების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. გადატრიალების მცდელობაზე და თურქეთში განვითარებული მოვლენების საერთაშორისო მნიშვნელობაზე „ამერიკის ხმა“ თურქეთის კვლევების ცენტრის დირექტორს, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორს შინან ჩიდის ესაუბრა. http://www.amerikiskhma.com/a/interview-sinan-ciddi/3433572.html http://www.amerikiskhma.com/a/interview-sinan-ciddi/3433572.html Mon, 25 Jul 2016 17:26:00 +0400 ვიდეო noreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/interview-sinan-ciddi/3433572.html#relatedInfoContainer თურქეთის დაბრუნება წარსულში არშემდგარი გადატრიალება თურქეთში და საერთაშორისო გამოხმაურება. როგორ ცვლის ჩახშობილი ამბოხი თანამედროვე თურქეთს? რეგიონის ერთადერთ ნატოს წევრ ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობა ადამიანების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს, შეერთებული შტატები კი ნატოდან გარიცხვით ემუქრება. ინტერვიუ სინან ჩიდისთან, თურქეთის კვლევების ცენტრის დირექტორი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი http://www.amerikiskhma.com/a/interview-with-sinan-ciddi/3430504.html http://www.amerikiskhma.com/a/interview-with-sinan-ciddi/3430504.html Fri, 22 Jul 2016 19:15:59 +0400 მსოფლიოnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/interview-with-sinan-ciddi/3430504.html#relatedInfoContainer ბრაიზა: "ერდოღანი მომენტით სარგებლობს" „სტრატეგიული თვალსაზრისით გადატრიალების მცდელობა ჩავარდა, ტაქტიკური მნიშვნელობით კი ოპერაციები ისევ გრძელდება“ - ასე აფასებს სტამბოლის მოვლენებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე და ამერიკის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზა. "შეერთებული შტატები სრულ თანადგომას უცხადებს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ სამოქალაქო მთავრობას" - ასეთი იყო თეთრი სახლის პირველი რეაქცია თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე. ამბოხების ჩახშობის შემდეგ კი თურქეთი ამერიკას "ინჯირლიკის" სამხედრო ბაზაზე წვდომას უბლოკავს, რასაც ბრაიზა თურქეთის მიერ ამერიკის მთავრობაზე გავლენის მოხდენად აფასებს რადგან თურქეთს პენსილვანიაში დევნილობაში მყოფი "სასულიერო პირის და ფეტულა გულენის ექსტრადიცია სურს." ინჯირლიკის" ბაზის ბლოკირება ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს. მეთიუ ბრაიზა „მოსამართლეების ერთი-მესამედი დაკავებულია, ჯერ-ჯერობით უცნობია დაკავების საფუძველი, გავრცელებული ინფორმაციით მათ ფეტულა გულენთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. გრძელდება წნეხი ამერიკის სამხედროებზე, თურქეთის მთავრობა მათ საშუალებას არ აძლევს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია ჩაატაროს თურქეთის „ინჯირლიკის“ ბაზიდან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ბაზას ელექტრო-ენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. ეს ძალიან ძლიერი მესიჯია." ბრაიზა მიიჩნევს, რომ "ინჯირლიკის" ბაზის ბლოკირება, რომლითაც ამერიკა და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კამპანიისთვის სარგებლობნენ ხელს შეუშლის თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რაც "ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს." კითხვაზე, თუ რა გავლენას იქონიებს არშემდგარი ამბოხი ედროღანის მმართველობაზე და უნდა ველოდეთ თუ არა მისი მმართველობის გაძლიერებას და ოპოზიციაზე წნეხის გაზრდას, ბრაიზა პასუხობს, რომ ერდოღანი მომენტით სარგებლობს. „სახეზეა პრეზიდენტის ძალის კონსოლიდირება, ეს გამოიხატება მოსამართლეების დაკავებაში, რამდენიმე ათასი ჯარისკაცია დაკავებული, მომდევნო ეტაპი ალბათ კონსტიტუციის შეცვლა იქნება, რაზეც ერდოღანი დიდი ხანია საუბრობს და ამით ქვეყნის პოლიტიკური სისტემა შეიცვლება, სადაც პრეზიდენტს ყველაზე მეტი ძალა ექნება. თურქეთის სამივე ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა და სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო. ნათელია, რომ ერდოღანი ამ მომენტით ისარგებლებს და პოზიციებს გაიმყარებს.“ თურქეთი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში, ამერიკაში დევნილობაში მყოფ ფეტულა გულენს და მის მოძრაობას ადანაშაულებს. ამბოხებიდან მალევე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ერდოღანმა თქვა, რომ არ შეიძლება "თურქეთის პენსილვანიიდან მართვა." თუ ბერკეტების მსგავსი ბრძოლა გაგრძელდა, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ძალიან პესიმისტური მოლოდინები მაქვს. მეთიუ ბრაიზა წარსულში ერდოღანის მოკავშირე სასულიერო პირი უკვე 17 წელია პენსილვანიაში ცხოვრობს. გულენის ორგანიზაცია ერდოღანმა მაისში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, მისი მიმდევრები კი თანამდებობიდან დაითხოვა. ამბოხების შემდეგ, თურქეთის მთავრობა გულენის ექსტრადიციას ითხოვს, პრეზიდენტმა ერდოღანმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც გულენის პასუხისგებაში მიცემაში არ დაეხმარება, თურქეთის მტერია.   "თუ ბერკეტების მსგავსი ბრძოლა გაგრძელდა, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ძალიან პესიმისტური მოლოდინები მაქვს. სულ ცოტა ხნის ნატოს სამიტზე განიხილავდნენ როგორ დაეცვათ თურქეთი მეხუთე მუხლით "ისლამური სახელმწიფოსგან”, დღეს კი თურქეთი სამხედრო ოპერაციებს უზღუდავს ნატოს ლიდერ ქვეყანას, შეერთებულ შტატებს. ჩემს დიპლომატიურ გამოცდილებაში ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა,” ამბობს ბრაიზა.      http://www.amerikiskhma.com/a/matthew-bryza-on-turkey/3421821.html http://www.amerikiskhma.com/a/matthew-bryza-on-turkey/3421821.html Sun, 17 Jul 2016 18:38:14 +0400 მსოფლიოnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/matthew-bryza-on-turkey/3421821.html#relatedInfoContainer პრეზიდენტები სამგლოვიარო ცერემონიაზე ამერიკის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტი დალასში, დაღუპული პოლიციელების პანაშვიდზე სიტყვით გამოვიდნენ. ამ მკვლელობის შემდეგ ამერიკის დიდი ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ზოგი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ზოგიც პოლიციის რეფორმას ითხოვს. http://www.amerikiskhma.com/a/presidents-in-dallas/3416743.html http://www.amerikiskhma.com/a/presidents-in-dallas/3416743.html Wed, 13 Jul 2016 20:48:00 +0400 ვიდეო რედაქტორის არჩევანიnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/presidents-in-dallas/3416743.html#relatedInfoContainer რუსეთის მიერ წაქეზებული და „გაყინული“ კონფლიქტები „გაყინული კონფლიქტების“ საერთო ქოლგის ქვეშ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი აგნია გრიგასი, აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთს, მთიან ყარაბაღს, დნესტრისპირეთს და ყირიმს აერთიანებს. http://www.amerikiskhma.com/a/frozen-conflicts-report/3413705.html http://www.amerikiskhma.com/a/frozen-conflicts-report/3413705.html Mon, 11 Jul 2016 21:58:55 +0400 მსოფლიოnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/frozen-conflicts-report/3413705.html#relatedInfoContainer NATO-ს მომავალი როლი და ძალა ნატოს ლიდერები ვარშავაში შესაკრებად ემზადებიან. „ცივი ომის“ შემდეგ ალიანსი მშვიდობის და უსაფრთხოების ყველაზე რთული გამოწვევების წინაშე დგასროგორ შეცვლის ბრიტანეთის რეფერენდუმი ნატოს და როგორ უნდა მოერგოს ალიანსი ახალ რეალობას? http://www.amerikiskhma.com/a/future-nato/3399170.html http://www.amerikiskhma.com/a/future-nato/3399170.html Thu, 30 Jun 2016 23:23:00 +0400 ვიდეო noreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/future-nato/3399170.html#relatedInfoContainer ამერიკის ხმა 65 წლისაა ახალი ამბები ხან კარგი იქნება და ხან ცუდი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის სიმართლეს გეტყვით. ამ სიტყვებით დაიწყო "ამერიკის ხმის" პირველი რადიო გადაცემა. მას შემდეგ, ქართული რედაქცია უწყვეტად მაუწყებლობს. 26 მაისს 65 წლის იუბილე ავღნიშნეთ. http://www.amerikiskhma.com/a/th-anniversary-of-voa-georgian/3352384.html http://www.amerikiskhma.com/a/th-anniversary-of-voa-georgian/3352384.html Tue, 31 May 2016 00:19:00 +0400 ვიდეო noreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/th-anniversary-of-voa-georgian/3352384.html#relatedInfoContainer უილსონი: "ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრი პროვოკაცია არ არის" ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე ქართულ-ამერიკულ-ბრიტანულ სამხედრო წვრთნებს მასტაბილიზებელ ფაქტორად აფასებს გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი. წვრთნების მნიშვნელობაზე და საქართველო-ნატოს სამხედრო პარტნიორობაზე მას ნანა საჯაია ესაუბრა http://www.amerikiskhma.com/a/damon-wilson-on-joint-drills/3327479.html http://www.amerikiskhma.com/a/damon-wilson-on-joint-drills/3327479.html Thu, 12 May 2016 20:19:00 +0400 ვიდეო რედაქტორის არჩევანიnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/damon-wilson-on-joint-drills/3327479.html#relatedInfoContainer IRI საქართველოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გაგზავნის ინტერვიუ სტივენ ნიქსთან, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ევრაზიის განყოფილების დირექტორთან http://www.amerikiskhma.com/a/iri-georgia-polls/3318124.html http://www.amerikiskhma.com/a/iri-georgia-polls/3318124.html Fri, 06 May 2016 14:36:12 +0400 საქართველოnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/iri-georgia-polls/3318124.html#relatedInfoContainer ქართველი მოსწავლეები "ნასაში" ოთხი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი „სოლარი“ მეორე გუნდია, რომელიც საქართველოდან კონრადის ინოვაციების სამიტზე საკუთარი გამოგონებით ჩამოვიდა და „ელჩის“ სტატუსით, კონკურსგარეშე წარსდგა. http://www.amerikiskhma.com/a/nasa-georgian-students/3303974.html http://www.amerikiskhma.com/a/nasa-georgian-students/3303974.html Wed, 27 Apr 2016 03:45:40 +0400 საქართველოაშშnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/nasa-georgian-students/3303974.html#relatedInfoContainer ნინო ნანიტაშვილი ლაურეატია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოდან 10 ახალგაზრდა მომავალი ლიდერის პრიზით დააჯილდოვა. 23 წლის ნინო ნანიტაშვილი ერთერთი გამარჯვებულია. http://www.amerikiskhma.com/a/state-dept-honoree/3298542.html http://www.amerikiskhma.com/a/state-dept-honoree/3298542.html Fri, 22 Apr 2016 20:34:00 +0400 ვიდეო რედაქტორის არჩევანიnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/state-dept-honoree/3298542.html#relatedInfoContainer ნინო ნანიტაშვილი ლაურეატია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 10 ახალგაზრდა ამომავალი ლიდერის ტიტულით დააჯილდოვა. დაჯილდოვებულებს შორისაა 23 წლის ქართველი ნინო ნანიტაშვილი - საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჯგუფი - google developer group-ის დამფუძნებელი, ნინო ასევე პირველი ქართველი იყო, ვინც აფხაზი ახალგაზრდებისთვის კომპიუტერული თამაშები შექმნა. "ამერიკის ხმა" დაჯილდოვების ცერემონიას დაესწრო.  23 წლის ნინო ნანიტაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წლის ამომავალ ახალგაზრდა ლიდერად დაასახელა: ევან რაიანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: “ნინო, ეს ჯილდო გადმოგეცემა იმ ძალისხმევისთვის, რაც შენს ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობისთვის გაწიე, ამ საქმეში ტექნოლოგიების და შენი უნარების გამოყენებისთვის და 400-მდე ღონისძიების ორგანიზებისთვის. გილოცავთ!” სახელმწიფო დეპარტამენტმა ამომავალი ლიდერის ჯილდო წელს 10 ახალგაზრდას გადასცა. ათივე გამარჯვებული მის ირგვლივ სოციალური ცვლილებების მიღწევას ინოვაციური გზებით ცდილობს. ახალგაზრდებს ჯილდო სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ სტენგელმა გადასცა. რიჩარდ სტენგელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: „ლიდერობა იშვიათობაა. ლიდერობა ჩვეულებრივი ამბავი რომ იყოს, მისთვის ჯილდოს არ მიიღებდით. ამ ჯილდოს გადაცემით ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ეს ახალგაზრდები არაჩვეულებრივები არიან. აბრაამ ლინკოლნმა ერთხელ თქვა - მორალური გამბედაობა ბევრად მეტია, ვიდრე ფიზიკური გამბედაობა. სწორედ მორალური გამბედაობაა საჭირო ლიდერობისთვის. ამ ჯილდოთი თქვენს გამბედაობას და მიღწევებს წავახალისებთ.“ გამბედაობასთან ერთად ის რაც გამარჯვებულებს აკავშირებს - მათ ქვეყნებში მშვიდობის მშენებლობისთვის გაწეული ძალისხმევაა, ამბობს ევან რაიანი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე:  “მათ დადებითი გავლენა აქვთ მათ ირგვლივ არსებულ გარემოზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი საქმიანობა აღნიშვნის ღირსია, რადგან ახალგაზრდებს შეუძლიათ ცვლილებების მოტანა როცა საქმე მათ თემს თუ ქვეყანას ეხება. მოხარულები ვართ, რომ ამ ცერემონიაზე მათი საქმიანობის წარმოჩენა შევძელით. ძალიან ვამაყობთ ნინოთი და მისი საქმიანობით. მიგვაჩნია, რომ მისმა შრომამ ნამდვილად გამოიღო დადებითი შედეგი საქართველოში.” ნინო ნანიტაშვილი პროფესიით სოციოლოგია. ადამიანებთან დასაკავშირებლად, განსაკუთრებით კი კონფლიქტით დაშორებულ თანატოლებთან დასაახლოებლად ყველაზე ხშირად ის ტექნოლოგიებს მიმართავს. ამის ერთ-ერთი მაგალითი ქართველი და აფხაზი ბავშვებისთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშია. ნინო ნანიტაშვილი: „პირველ რიგში დავამტკიცეთ, რომ ისინი არ არიან ერთმანეთისგან განსხვავებულები, მათ აკავშირებთ საერთო ინტერესები. რეალურად დავარღვიეთ სტერეოტიპი, რომ ისინი განსხვავებულები არიან. ვაჩვენეთ, რომ სასიამოვნოა ინტერაქცია მაშინ, როცა არ საუბრობ პოლიტიკაზე და კონფლიქტზე და უბრალოდ ცდილობ კავშირების დამყარებას და ერთმანეთის გაცნობას, ეს ხალხთა შორის დიალოგის ნაწილი გახდა.“ სწორედ მშვიდობის მშენებლობაში ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენებისთვის მიანიჭა ნინოს ახალგაზრდა ლიდერის ჯილდო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნინო ნანიტაშვილი: „არაჩვეულებრივი განცდაა, როცა ხვდები რმ შენს გაკეთებულ საქმეს აფასებს ამერიკის მთავრობა.მე ვარ უბრალოდ ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც ცდილობს რაღაც შეცვალოს უკეთესობისკენ. ჩემთვის ეს არის კიდევ უფრო ფიფი ბიძგი რომ უფრო მეტი გავაკეთო. დიდი ბედნიერებაა, რომ შემიძლია საქართველო წარმოვადგინო ასეთ საერთაშორისო ღონისძიებაზე“     http://www.amerikiskhma.com/a/emerging-young-leaders-awardee-nino-nanitashvili/3297979.html http://www.amerikiskhma.com/a/emerging-young-leaders-awardee-nino-nanitashvili/3297979.html Fri, 22 Apr 2016 13:15:09 +0400 საქართველოაშშnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/emerging-young-leaders-awardee-nino-nanitashvili/3297979.html#relatedInfoContainer ჰერმანი: "საქართველოში ანტი-დასავლური ძალების გამარჯვება უდიდესი იმედგაცრუება იქნება" ინტერვიუ “ფრიდომ ჰასუსის” ვიცე-პრეზიდენტ რობერტ ჰერმანთან. http://www.amerikiskhma.com/a/robert-herman-on-geo-elections/3293598.html http://www.amerikiskhma.com/a/robert-herman-on-geo-elections/3293598.html Wed, 20 Apr 2016 15:43:56 +0400 საქართველოინტერვიუnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/robert-herman-on-geo-elections/3293598.html#relatedInfoContainer შენქენი: საქართველოში არაეფექტური პლურალიზმია ინტერვიუ ნეით შენქენთან, “ფრიდომ ჰაუსის” ყოველწლიური ანგარიშის “გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები” პროექტის დირექტორი http://www.amerikiskhma.com/a/nations-in-transit/3282906.html http://www.amerikiskhma.com/a/nations-in-transit/3282906.html Wed, 13 Apr 2016 00:33:40 +0400 საქართველოnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/nations-in-transit/3282906.html#relatedInfoContainer მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებში არ ჩაერთვება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში არ ჩაერთვება, რადგან მას „თავისუფალი, დემოკრატიული კონსტიტუციური პროცესის ერთ-ერთი მთავარი გარანტორის როლი აქვს“ http://www.amerikiskhma.com/a/georgian-president-at-gw/3265125.html http://www.amerikiskhma.com/a/georgian-president-at-gw/3265125.html Fri, 01 Apr 2016 23:43:32 +0400 საქართველოnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/georgian-president-at-gw/3265125.html#relatedInfoContainer სანდრა რულოვსი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი - სანდრა რულოვსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა. http://www.amerikiskhma.com/a/georgias-former-first-lady/3263513.html http://www.amerikiskhma.com/a/georgias-former-first-lady/3263513.html Fri, 01 Apr 2016 01:13:03 +0400 საქართველოnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/georgias-former-first-lady/3263513.html#relatedInfoContainer პრეზიდენტი მარგველაშვილი მოსმენებზე და კოალიციაზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონაში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა.  პრეზენტაციას კითხვა-პასუხი მოჰყვა.  სხდომის დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტმა ქართულენოვან ჟურნალისტებთან ვიზიტის დეტალებზე, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე და საქართველოში მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა. კითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებს ფარულ ჩანაწერებზე და მათ ირგვლივ ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე, პრეზიდენტმა აღნიშნა:           რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციას, რომელიც შეიძლება საქართველოში ჩამოყალიბდეს კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლის შემდეგ, საქართველოს პირველმა პირმა განაცხადა:   http://www.amerikiskhma.com/a/pres-margvelashvili-talks-to-journalists/3263158.html http://www.amerikiskhma.com/a/pres-margvelashvili-talks-to-journalists/3263158.html Thu, 31 Mar 2016 21:28:15 +0400 საქართველოაშშnoreply@voanews.com (ნანა საჯაია)http://www.amerikiskhma.com/a/pres-margvelashvili-talks-to-journalists/3263158.html#relatedInfoContainer