This version of the page http://www.amerikiskhma.com/a/russia-syria-us/3212853.html (0.0.0.0) stored by archive.org.ua. It represents a snapshot of the page as of 2016-03-26. The original page over time could change.
იმარჯვებს თუ არა რუსეთი სირიაში?

ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  • გადადით მთავარზე
  • გადადით მთავარ ნავიგაციაზე
  • გადადით ძიებაზე
  • Learning English
ენები
აშშ

იმარჯვებს თუ არა რუსეთი სირიაში?

  • ია მეურმიშვილი

  • გაიზიარეთ ფეისბუქზე
  • გააზიარეთ თვითერზე
  • Share on В Контакте
  • გაიზიარეთ გუგლ+ზე
  • ჩვენი იუტუბის არხი
  • გაუგზავნეთ მეგობარს

სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გაჩნდა შეკითხვა, იმარჯვებს თუ არა რუსეთი სირიაში და დაწინაურდა თუ არა კრემლი ახლო აღმოსავლეთში გეო-პოლიტიკური თვალსაზრისით. ვაშინგტონში დაფუძნებულ ექსპერტებს ამ თემაზე არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კონფლიქტების მართვის პროგრამის დირექტორი დენიელ სერვერი ამბობს, რომ რუსეთს დღეს ტაქტიკური უპირატესობა აქვს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მოსკოვი ომს აგებს.

"რუსეთმა მოკლე-ვადიანი მიზნების მიღწევის თვალსაზრისით დავავლეთს მოუგო, თუმცა ამ პროცესში სუნიტი მუსლიმების მარგინალიზაცია მოახდინა მთელს ახლო აღმოსავლთში. ამ თვალსაზრისით რუსეთმა წააგო," აცხადებს სერვერი. მას ასევე მიაჩნია, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს სირიაში პოზიციების შენარჩუნებას როცა იქ რეჟიმი შეიცვლება. იმის გამო, რომ "რუსეთმა სირიის მოსახლეობის დიდ ნაწილს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა," ომის დამთავრების შემდეგ წარმოუდგენელია სირიის მთელმა მოსახლეობამ რუსეთი მეგობრულ ძალად მიიღოს.

პუტინი ეცდება მოძებნოს სფეროები, სადაც დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს. მას ეშინია. ეშინია იმის გამო, რომ ფიქრობს, რომ დასავლეთი აწყობს ფერად რევოლუციებს, მას კი ძალაუფლების შენარჩეუნება სურს.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს ანა ბორჩევსკაიას მიაჩნია, რომ რუსეთი უდავოდ დაწინაურდა და დღეს ახლო აღმოსავლეთში გამარჯვებულ მხარედ ითვლება. ის ამ შედეგს რეგიონში ამერიკის პასიურობას უკავშირებს.

"პუტინი ხედავს, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ და აგრძელებს საკუთარ პოლიტიკას. ამ მხრივ მან გაიმარჯვა, ასადს ძალაუფლება შეუნარჩუნა. ასადი ომს აგებდა სანამ პუტინი არ დაეხმარა. გადახედეთ სირიას - დღეს იქ საჰაერო ოპერაციებს სირიის არმიაზე მეტად რუსეთი აწარმოებს. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე პუტინი იმარჯვებს," აცხადებს ბორჩევსკაია.

რუსეთის მიერ დღემდე მიღწეულ წარმატებაზე ექსპერტები განსხვავებული შეხედულების არიან. ერთი საკითხი რაზევ ისინი თანხმდებიან არის ის, რომ ამერიკა ახლო აღმოსავლეთში უნდა გააქტიურდეს და იქ მიმდინარე მოვლენები საკუთარი უსაფრთხოების გამუყოფელ ნაწილად აღიქვას.

რუსეთის იერიში სირიაში

სერვერი ამბობს, რომ პრეზიდენტ ობამას ამ გადაწყვეტილების მიღება არ სურს. ომის გაინტენსიურებასთან ერთად ამერიკას სავარაუდო მოქემედებების არჩევანი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. სერვერის თქმით, ის რისი გაკეთებაც დღეს ვაშინგტონს შეუძლია ძალიან რთული განსახორციელებელია.

"ამერიკა სიამოვნებით იქნებოდა იმ მხარეს, რომელზეც რუსეთია. მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. რუსეთი ამერიკის მიერ მხარდაჭერილი სირიის ოპოზიციის განადგურებას ცდილობს. რუსეთი იმ სამიზნეებს ბომბავს, რომლებსაც მისთვის ასადის რეჟიმი არჩევს და იერიშები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ უმნიშვნელოა. ჩვენ ერთი მიზნისთვის არ ვიბრძვით. მომავალში ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამისთვის ამერიკის მხრიდან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო," აცხადებს სერვერი.

ბორჩევსკაია უფრო ფართომასშტაბიანი პოლიტიკის შემუშავების მომხრეა და ამბობს, რომ დასავლეთი, ამერიკის ხელმძღვანელობით, არა მხოლოდ უნდა გააქტიურდეს, არამედ ისიც უნდა გაითვალისწინოს, თუ რატომ უპირისპირდება პუტინი დასავლეთს.

"პუტინი ეცდება მოძებნოს სფეროები, სადაც დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს. მას ეშინია. ეშინია იმის გამო, რომ ფიქრობს, რომ დასავლეთი აწყობს ფერად რევოლუციებს, მას კი ძალაუფლების შენარჩეუნება სურს. ყველაფერი რასაც ის აკეთებს ამ მიზნითაა მოტივირებული," ამბობს ბორჩევსკაია. მისი აზრით, პირველ რიგში რუსი ხალხისთვის და შემდეგ მთელი მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ რუსეთი სიძლიერით და გავლენით დასავლეთს არაფრით ჩამოუვარდება, მის მმართველობას გაამყარებს.

  • ია მეურმიშვილი

    ხელმოწერა

ამავე თემაზე

  • ანალიზი: ყირიმის ანექსია და გავლენა საქართველოზე

  • სტავრიდისი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების რყევაზე

  • ამერიკელი ექსპერტები საქართველოს გამოწვევებს აფასებენ

კომენტარების ჩვენება

Back to top
XS
SM
MD
LG